თინათინ ხიდაშელი HRW-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის წარმომადგენლები თავდაცვის უწყებაში მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აგვისტოს ომის საქმესა და იმ პროცესზე, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამომძიებელთან ახლა დაიწყო.
თინათინ ხიდაშელმა ელიზაბეტ ევენსონსა და პარამ პრიტ სინს ის განწყობები, დამოკიდებულებები, ტემპი და 6 წლის შემდგომი განსხვავებები გაუზიარა, რომელიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ მიმართულებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქმიანობის დასაწყისში ჰქონდათ. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, Human Rights Watch დაინტერესებულია აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით გამოძიება შედეგიანი იქნება.