რა მოხდა მკვლელობის ადგილას და რას აცხადებენ მეზობლები – დამატებითი დეტალები მომხდარის შესახებ

ბერი გაბრიელის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ “კვირასთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც “კვირასთან“ ბრალდებულის მეზობლები აცხადებენ, მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილს დღეს მორიგი შეტევა დაემართა და დედასთან შელაპარაკება მოუვიდა. ოჯახის წევრებმა დასახმარებლად ახლობელ ექიმს დაურეკეს, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობს.
ექიმი მის თანამშრომელთან ერთად მივიდა,რა დროსაც ბრალდებულმა ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ოჯახის ახლობელი ექიმი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ექიმი დაიჭრა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ანდრო მ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა. დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები