გია ჟორჟოლიანი: მაღალმთიანი დასახლების სტატუსს 1 600-მდე დასახლება მიიღებს

დღეს საბოლოოდ განისაზღვრა 1 600-მდე დასახლება, რომელიც ამ სტატუსს მიიღებს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, ადგილზე მცხოვრები ადამიანები კანონში გაწერილი შეღავათებით ისარგებლებენ.
მისივე თქმით, ახალი საწარმოები, რომლებიც მთაში იქნება დაფუძნებული დაიწყებენ იქ ფუნქციონირებას, და მიეცემათ საგადასახადო შეღავათები წარმოების სფეროში საქმიანობისათვის.
“დღეს საბოლოოდ განისაზღვრა 1 600-მდე დასახლება, რომელიც ამ სტატუსს მიიღებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რომლებიც გაწერილია კანონში. ამავდროულად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს დაზუსტება გაზრდის მიმართულებით, რადგან იყო რამდენიმე დასახლებაზე საუბარი, ან კრიტერიუმებზე, რომლებმაც შეიძლება მიიღოს სტატუსი. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ დასახლებებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი დაზუსტდება, შესაბამისად, შესაძლოა, მათაც მივანიჭოთ ეს სტატუსი. მთავარია, რომ დავიცვათ სამართლიანობის, თანასწორობის პრინციპი და რეალურად მივმართოთ დახმარება იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ ადამიანებს. ასევე, ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ახალი საწარმოები, რომლებიც მთაში იქნება დაფუძნებული, დაიწყებენ იქ ფუნქციონირებას, კერძოდ, წარმოებას განავითარებენ და მიეცემათ მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი წარმოების სფეროში საქმიანობისათვის. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი სტიმულია იმისათვის, რომ განვითარდეს ამ დასახლებებში სრულფასოვანი ცხოვრება”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ შეღავათების მნიშვნელოვანი ნაწილი, 2016 წლის პირველი სექტემბრიდან, ხოლო ნაწილი პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები