ზაქარია ქუცნაშვილი: ნებისმიერი გამოცდილება, მითუმეტეს კი ევროპული სახელმწიფოსი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოში საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამად კი „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ბერნარ კუშნერის ვიზიტს ეხმაურება და მის ჩართულობასა და მხარდაჭერა ჯანდაცვის სფეროში დადებითად აფასებს.
„ნებისმიერი გამოცდილება, მითუმეტეს კი ევროპული სახელმწიფოსი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ცოდნასა და გამოცდილებაზე მხოლოდ ბრიყვები ამბობენ უარს. ბატონი კუშნერს ვიზიტი შეიძლება აღქმული იქნას, როგორც მხარდაჭერა, თანადგომა და გამოცდილების გაზიარება. ამერიკელების აღიარების შემდეგ, რომლებმაც C ჰეპატიტის წინააღმდეგ მკურნალობის პროგრამაში ჩაგვრთეს და მხარი დაგვჭირეს, ბერნარ კუშნერის ვიზტის მნიშვნელობაც უმნიშვნელოვანესია – ეს არის ევროპული ქვეყნის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის აღიარება. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ის იქნება ჯანდაცვის სფეროში ჩვენი მომავალი რეფორმების მხარდაჭერიც. ის საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება, რაც დაგროვილია, მას უნდა ვეზიაროთ და გავითვალისწინოთ. ეს არ ნიშნავს ჩვენს ინდივიდუალურ ხედვაზე უარს ვამბობთ, მაგრამ სხვისი შეცდომების გათვალისწინება და გამოცდილების მიღება, მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ბერნარ კუშნერი საქართველოს 19 ნოემბერს ესტუმრა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები