ნოდარ ხადურის დიეტა – როგორ იკლებს წონაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გაზეთი „კვირის პალიტრა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის დიეტას აქვეყნებს. როგორც ჟურნალისტი წერს, დიეტა, რომლის შედეგადაც ნოდარ ხადური ეფექტიანად იკლებს წონაში, საკმაოდ გასაიდუმლოებული ყოფილა. ჟურნალისტს ნოდარ ხადურის დიეტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის დიეტა ასეთია: “უნდა იყიდოთ დიდი ანანასი და 0.5 ლ არაყი. ანანასს ჯაგრისით კარგად გარეცხავთ, მოაჭრით ფოთლებსა და ქვედა ნაწილს (კანს არ ვაჭრით) და ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარებთ (კანიანად). დაამატებთ არაყს და კარგად აურევთ. შემდეგ მოათავსებთ ჰერმეტულ ჭურჭელში და შედგამთ მაცივარში. ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიღებული მასა გეყოფათ დაახლოებით ერთი თვე. მაშ, ასე, მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე 15 წუთით ადრე. მეტი ეფექტისთვის კარგია, თუ ერთ სუფრის კოვზს ძილის წინაც მიიღებთ. თუ ძალიან კალორიული საჭმლის ჭამას აპირებთ, მაშინ ჭამამდე ერთი კოვზის ნაცვლად, 2 კოვზი აჯობებს“.