რუსეთის საგუშაგო გემმა თურქულ სეინერს ცეცხლი გაუხსნა

ეგეოსის ზღვაში თურქულ სეინერს რუსულმა საგუშაგო ხომალდმა “სმეტლივიმ” ცეცხლი გაუხსნა.
რუსული გემი საბერძნეთის კუნძულ ლემნოსიდან 22 კმ-ში იმყოფებოდა, რომელსაც დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე თურქული სეინერი მიუახლოვდა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ცეცხლი გემების შეჯახების თავიდან ასაცილებლად გახსნეს.
“09:03 საათზე ათასი მეტრის დაშორებით აღმოჩენილი იყო თურქული გემი, რომელიც ღუზაჩაშვებულ რუსულ გემ “სმეტლივის” მარჯვენა ბორტიდან უახლოვდებოდა. “სმეტლივის” არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, თურქული სეინერი რუს მეზღვაურებთან რადიოკონტაქტზე არ გამოვიდა და არ პასუხობდა სემაფორის სპეციალურ ვიზუალურ ნიშნებსა და სასიგნალო რაკეტებს”, – განაცხადეს თავდაცვის უწყებაში.
ინციდენტის გამო რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თურქეთის სამხედრო ატაშე დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები