პაკისტანში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა. მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. აფეთქება ქალაქ პარაჩინარში ბაზართან ახლოს მდებარე ავტობუსის გაჩარებასთან მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს, მაგრამ ამ დრომდე ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, არ გაკეთებულა. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები