ავარიის გამო თემქის IV მიკრო რაიონს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

ავარიის გამო თემქის დასახლების IV მიკრო რაიონს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. როგორც “კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები. გაზის მიწოდება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები