ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ბესელიამ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
როგორც მან განმარტა, მისი გაღიზიანება პოლიტპატიმართა სიის მიმართ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.
“მისი შეფასება იყო შეურაცხმყოფელი. აქ მაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია და ვითხოვ, მან ბოდიში მოუხადოს ყველა იმ ადამიანს, ვინც გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით და ისინი თავად ითხოვენ ბოდიშის მოხდას ბატონი ელისაშვილისგან. ბოდიში უნდა მოუხადოს კომისიის ყველა წევრს. იქ ძალიან საპატივცემულო ადამიანები იყვნენ. ეს არის ნინო გვენეტაძე, კახი კახიშვილი, ია მეტრეველი, უჩა ნანუაშვილი, მერაბ ტურავა, ზაზა ხატიაშვილი, აგიტ მირზოევი, ქვარაია, ჩიტაია და ასე შემდეგ. დაახლოებით 15 ადამიანი იყო და ყველას მიაყენა შეურაცხყოფა. მათ შორის მთელს პარლამენტს. იყო კოლექტიური შეურაცხყოფა, რაც ყველამ მიიღო”, – განმარტა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები