მოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
ცნობას ამის შესახებ სააგენტო РБК ავრცელებს. დაკავებულთა შორის პარტია “იაბლოკოს” თავმჯდომარე სერგეი მიტროხინი და უფლებადამცველი ლევ პონომარიოვია.
ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე აქტივისტს კი მოედანი დაატოვებინეს. სამართალდამცველების განმარტებით, ისინი მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის დამონტაჟებას აფერხებდნენ.
“ცვლილებათა მარში” დღეს, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, ქალაქის მერიამ ოპოზიციასთან საპროტესტო მსვლელობის მარშრუტის შეთანხმებაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები