დავით ნარმანია: ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა გახდა ღია და გამჭვირვალე, ინფორმაცია კი – ხელმისაწვდომი

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია სახელწოდებით: “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015” გაიმართა.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა.
“ცოტა ხნის წინ, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, აღნიშნული რეფორმა მიმართული იყო იმისკენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გამხდარიყო. ჩვენ შევქმენით, პრაქტიკულად, ახალ რეალობა თვითმმართველობის სფეროში.
როგორც ქვეყანაში, ასევე დედაქალაქში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ სრულად შეიცვალა მიდგომები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, შემუშავდა ხარისხის სტანდარტები და გაიზადა მისი კონტროლის მექანიზმები, მეტი ყურადღება ეთმობა პრიორიტეტების დადგენასა და პროექტების შერჩევის მეთოდოლოგიას, ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა გახდა ღია და გამჭვირვალე, ინფორმაცია კი – ხელმისაწვდომი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონფერენცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით გაიმართა.
სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 10 საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაცია თავად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა წარადგინეს.
კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები