ჰომსში ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ჰომსში ტერორისტული აქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ალ-ახლის საავადმყოფოსთან მოხდა. 70 ადამიანი დაჭრილია. დანაღმული ავტომობილის აფეთქებას მეორე მოჰყვა. აფეთქდა იქვე ახლოს მდებარე გაზის ბალონები. აფეთქებების შედეგად დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი და მაღაზიები. დაიწვა რამდენიმე ავტომანქანა. ჰომსიდან ამჟამად ოპოზიციის ძალები გადიან, რომლებიც ამ ქალაქს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდნენ, ეს შეთანხმება სირიის ხელისუფლებასთნ იყო მიღწეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები