გიორგი მღებრიშვილის ამერიკაში ვიზიტს ადგილობრივი პრესა ეხმაურება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტს ამერიკაში ადგილობრივი პრესა ეხმაურება. როგორც ამერიკული პრესა იტყობინება, პროექტმა „ჯორჯიიდან ჯორჯიამდე“ ყოფილი საბჭოთა ქვეყანა და ამერიკა ერთმანეთთან დაამეგობრა.
ოთხშაბათს ქობის ოლქმა საქართველოდან უმაღლესი რანგის სტუმრებს უმასპინძლა. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მისი დელეგაცია ქობის „უსაფრთხო სოფელს“ ეწვივნენ, სადაც ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ მოახდინონ საგანგებო სიტუაციების პრევენცია (ხანძარი, საგზაო მოძრაობა, უბედური შემთხვევები) და მათზე შესაბამისი რეაგირება. მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია თანამედროვე, პროფესიონალური პოლიციის ჩამოყალიბების მხრივ. მან იმედი გამოთქვა, რომ მოხდება საზოგადოების ცნობიერება ამაღლება და საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა.
„ჩვენ ჯორჯიის შტატთან გამორჩეულად წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. ხდება გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლა. ჩვენ განვახორციელეთ უამრავი რეფორმა. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო უსაფრთხოების სააგენტოს გამოყოფა შს სამინისტროსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად უსაფრთხოების სააგენტო დაზვერვასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული, ხოლო შს სამინისტრო ფოკუსირებულია სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაფართოებაზე“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები