კახეთში 21 წლის ახალგაზრდა ნაჯახით მოკლეს

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 21 წლის მამაკაცი ნაჯახით მოკლეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 21 წლის ახალგაზრდა ბრალდებულის ოჯახში იმყოფებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შელაპარაკების მიზეზი უცნობია.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები