სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის სახლი იწვის – ცეცხლს13 სახანძრო ებრძვის

სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის სახლი იწვის. ხანძარი იმდენად მძლავრია, რომ ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გადავიდა.
როგორც “კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო ერთეული, რომლებიც 500 კვადრატულ მეტრზე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
ადგილზე სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებიდან დამხმარე ბრიგადებიც არიან მობილიზებული. ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები