ახმეტელის თეატრში „მაკნატუნას“ პრემიერა გაიმართება

12 და 13 დეკემბერს, 14 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ერნსტ თეოდორ ამადეუს ცნობილი ნაწარმოების მიხედვით „მაკნატუნა“ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განახორციელა.
კლასიკად ქცეული ეს საახალწლო ბალეტი პეტრე ჩაიკოვსკის განუმეორებელი მუსიკით მსოფლიოს თეატრების სცენიდან არ ჩამოდის, ახმეტელის თეატრში დადგმული მაკნატუნა – სპექტაკლი – პრინცესა მარის, დროსელმეირეის, ბაზელ ბუზელის, ბოროტი მოცეკვავე თაგვების ამბავს მოგვითხრობს, ჯადოსნური ფინალითა და ფერადი პერსონაჟებით.
შობა, ყველაზე ზღაპრული, ყველაზე ლამაზი და ჯადოსნური დღესასწაული ახლოვდება, შობის ღამეს კი უშნო კაკლის სატეხი თოჯინა – მაკნატუნა, რომელიც უკვე ორასი წლისაა, აუცილებლად ლამაზ უფლისწულად უნდა იქცეს…
მონაწილეობენ: გიორგი ცხადაძე, მაიკო ვაწაძე,გიგი მიგრიაული, ანდრია გველესიანი, მიშო არჩვაძე, ნინო ციმაკურიძე, იუკა ვასაძე, ჯაბა ჯაფარიძე, თინა გვაზავა, გვანცა ენუქიძე, ლელა იაკობიძე, თამთა პატაშური, ვერიკო კალანდარიშვილი, თემო რეხვიაშვილი, შორენა ზუბიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები