“გიორგი ვაშაძემ გივი თარგამაძეს ხელი გაარტყა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, – ამის შესახებ გაზეთ „ახალ თაობას“ “თავისუფალი თაობის” ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ გივი თარგამაძეს ხელი გაარტყა.
„პირველი სერიოზული დაპირისპირება მათ შორის გასული წლის 15 ნოემბერს მოხდა. იმ დღეს მათ თბილისში აქცია მოაწყვეს. აქციის დასრულების შემდეგ ისინი პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და საქმეები გაარჩიეს.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გიორგი ვაშაძემ გივი თარგამაძეს ხელი გაარტყა. ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება ამ გაზაფხულზეც მოხდა, მათ მარტის თვეშიც გამართეს რაღაცა აქცია“, – აცხადებს სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები