მშვიდობის საკითხებზე რეგიონული ახალგაზრდული შეხვედრა გაიმართება

 

 

7-დან 13 დეკემბრის ჩათვლით მშვიდობის საკითხებზე რეგიონული ახალგაზრდული შეხვედრა „Break Stereotypes, Build Peace’’ გაიმართება.
ტრენინგის მთავარი მიზანი მონაწილეებში იმ უნარების განვითარებაა, რომელიც ახალგაზრდებს მშვიდობის შენების  ფორმით  წამახალისებელი აქტივობებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთბის მენეჯერის ლელა კიკალეიშვილის განცხადებით, გასულ კვირას ორგანიზაციამ ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლეთ, რომელებიც კონფლიქტის თემატიკაზე ერთკვირიან ტრენინგში მონაწილეობდნენ. “ამ ეტაპზე კი პროექტში ჩართულები იქნებიან, ქართველი, უკრაინელი და რუსი ახალგაზრდები. უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაცია “Stella’’ (ხარკოვი) და  „AEGEE’’-თან ერთად “დრონიმ” ორგანიზება გაუწია საპილოტე აქტივობას “Break Stereotypes, Build Peace!’’. პროექტში მონაწილეობას 30-მდე ახალგაზრდა მიიღებს, რომელებიც  ერთმანეთს საკუთარ ხედვასა და უნარებს გაუზიარებენ. ტრენინგს ევროპიდან მოწვეული  ტრენერები წარუძღვებიან”, – განაცხადა ლელა კიკალიშვილმა.
მისი განცხადებით, სწორედ ასეთი საერთაშორისო შეხვედრები, გაცვლითი პროგრამები ხდის აუცილებელს სამომავლოდ მყარი და ეფექტური გზების არსებობას, რომლებიც დამყარებული იქნება მშვიდობიანი დიალოგის, ზოგადად განსხვავებების, მათ შორის კულტურული მრავალფეროვნების გაგებასა და მიღებაზე. ახალგაზრდები ყურადღებას გაამახვილებენ კონფლიქტებზე, ისაუბრებენ მათ გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.
“დაგეგმილი გვაქვს ინტერკულტურული საღამოებიც, სადაც მონაწილეები ერთმანეთს წარუდგენენ თავიანთი ქვეყნის ტრადიციულ კერძებსა და სასმელებს. ტრენინგის პირველი დღეები დაეთმობა მონაწილეთათვის სტერეოტიპებისა და უმცირესობა/უმრავლესობის დიალოგისა და კონფლიქტის საკითხთა ანალიზს. ასევე, აქტივობები თბილისში მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა კუთხით აქტივობებს, მათ შორის ქუჩის მოძრაობასა და ქუჩის მხატვრობას დაეთმობა”, – განაცხადა კიკალეიშვილმა.
პროექტი ეგზავნება ევროპის ახალგაზრდულ ფონდს (ევროპის საბჭოს დაქვემდებარებით), რათა მოხდეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა წამოწევა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები