უსუფაშვილმა მისი და ნარმანიას პრობლემა დაასახელა: შესაძლოა, ეს დავითების პრობლემაა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ თბილისის მერს, დავით ნარმანიას გაკეთებული საქმის წარმოჩენის პრობლემა აქვს.
დავით უსუფაშვილი თბილისის მერს დავით ნარმანიას სთხოვს, უფრო მეტად წარმოაჩინოს, რასაც მერია აკეთებს.
“მე ნამდვილად ვერ მოვახერხებ შევამოწმო, ნახევარი მილიონი თუ 457 507 ხე არის დარგული. დავით ნარმანია არის ადამიანი, რომელსაც ვიცნობ თითქმის 20 წელია, არის გამორჩეული თავისი ცოდნით, პატიოსნებით და უანგარობით, როცა საქმე ეხება შრომას. თბილისს აქვს ბევრი თემა და საკითხი, რომლის მოგვარებას ძალიან ბევრი ადამიანის ერთობლივი შრომა სჭირდება და ამ შრომას მერე სჭირდება გარკვეული გამოკვეთა, წარმოჩინება.
შესაძლოა, ეს დავითების პრობლემაა, მეც მეუბნებიან ხოლმე, რომ ნაკლებად წარმოვაჩენ იმას, რასაც ვაკეთებ, ამიტომ მე დათოსაც მინდა ვთხოვო, რომ მეტად წარმოაჩინოს ის, რასაც აკეთებს თავადაც და მერიაც და ყოველი ჯერ კიდევ ამოუვსებელი ორმო ან ჯერ კიდევ დაურგავი ხე ქალაქში ნუ იქნება შეფასების კრიტერიუმი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში აკრედიტებულ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები