მონა ლიზას ცნობილი ნახატის ქვეშ მეცნიერებმა კიდევ ერთი პორტრეტი აღმოაჩინეს (ვიდეო)

ლეონარდი და ვინჩის ცნობილი ნახატის, მონა ლიზას ქვეშ კიდევ ერთი პორტრეტია აღმოჩენილი, – ამის შესახებ, „ბი-ბი-სი“ ფრანგ მეცნიერ პასკალ კოტზე დაყრდნობით იტყობინება.
მეცნიერმა ცნობილი ტილოს შესწავლას 10 წელი მოანდომა. კოტმა, რომელიც კომპანია Lumiere Technology-ს დამფუძნებელია, კვლევების დროს შუქის არეკვლის ტექნოლოგია გამოიყენა. მისი აზრით, მონა ლიზას ცნობილი გამოსახულების ქვეშ არის ნამდვილი ლიზას პორტრეტი, ხოლო ყველასთვის ცნობილ პორტრეტზე სხვა ქალია გამოსახული. ლეონარდი და ვინჩი ამ ტილოზე 1503 – 1517 წლებში მუშაობდა, როდესაც ფლორენციასა და საფრანგეთში ცხოვრობდა. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში დავობდნენ, ვინ იყო ამ პორტრეტზე გამოსახული. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ეს ფლორენციელი ვაჭრის მეუღლე ლიზა გერარდინია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები