მოსკოვის მეტროში მატარებელმა მამაკაცს გადაუარა
მოსკოვის მეტროში, სადგურ „კალუჟსკაიაზე“ მამაკაცს მატარებელმა გადაუარა და იგი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. უბედური შემთხვევის გამო მეტროს მოძრაობა 28 წუთით შეჩერდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.