პენტაგონში დაადასტურეს ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაცია
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ლიბიაში აბუ ნაბილი ავიადარტყმის შედეგად გაანადგურეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ იუწყება. პენტაგონის ინფორმაციით, აბუ ნაბილი ტერორისტულ დაჯგუფებაში ახალი წევრების „დავერბოვკებით“, ასევე ლიბიაში ახალი ბაზების შექმნით იყო დაკავებული. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მეორე ავიაიერიშის შედეგად სომალის ტერორისტული დაჯგუფების „აშ-შაბაბის“ ლიდერი განადგურდა. ეს დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ არის დაკავშირებული. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ახალი ბაზა განათავსეს, რომლის მიზანიც ევროპაში ტერორისტული შეტევების დაგეგმვაა.