აზერბაიჯანის ნავთობის პლატფორმაზე ხანძარი გრძელდება

კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის ნავთობის პლატფორმაზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძარი გრძელდება. პლატფორმიდან 33 ადამიანი იყო ევაკუირებული. ბოლო ინფომაციით, ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 23 უგზოუკვლოდ დაიკარგა. მათ ძებნაში აკვალანგისტები ჩაერთნენ. ხანძრის ჩაქრობაში 7 გემი მონაწილეობს. მაშველების თქმით, სხვა პლატფორმებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძარი ნავთობის პლატფორმაზე ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რომელმაც გაზის ერთ-ერთი მილი დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები