„თბილისი – 2015 თანამედროვე მუსიკის საღამოები”
დღეს, 19:00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგება ქართველი კომპოზიტორის, ზურაბ ნადარეიშვილის კამერული ოპერის მსოფლიო პრემიერა; ქართველი, ებრაელი და ფრანგი მუსიკოსები XX საუკუნის უდიდესი კომპოზიტორის იგორ სტრავინსკის იგავს „ჯარისკაცის ამბავს” შეასრულებენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს ფესტივალი „თბილისი – 2015 თანამედროვე მუსიკის საღამოები”. წლევანდელი ფესტივალი ფრანგი კომპოზიტორისა და დირიჟორის პიერ ბულეზის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით, „თბილისი – თანამედროვე მუსიკის საღამოები” 2004 წლიდან იმართება.