იტალიაში ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა

იტალიაში მსოფლიოს ყველაზე აქტიურმა ვულკანმა – ეტნამ გაიღვიძა. უცხოური მედიის ინფორმაციით, რამდენიმედღიანი კვამლისა და ფერფლის შემდეგ კრატერიდან ლავა კვლავ ამოიფრქვა.
ახლოს მდებარე კატანიის აეროპორტი რამდენიმე დღით დახურული იყო, თუმცა ამჟამად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ეტნა 2 წლის განმავლობაში მიძინებული იყო. ის ევროპის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია, რომელიც ყოველწლიურად ათობით ათასი ტურისტის ინტერესს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები