მოსკოვში, ავტობუსის გაჩერებაზე, აფეთქება მოხდა

მოსკოვში, ავტობუსის გაჩერებზე აფეთქება მოხდა. დაშავდა ოთხი ადამიანი. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა, რომელიც ავტომანქანიდან გადმოაგდეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრემ შეადგინა 50 გრამი ტროტილის ეკვივალენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები