„ლურჯი სუფრა“ მილანის საერთაშორისო გამოფენაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-13 დეკემბერს, მილანში ყოველწლიურად გამართულ საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე, სახელწოდებით – L’ARTIGIANO IN FIERA, წარმოდგენილია სახელოსნო „ლურჯი სუფრის“ მიერ წარმოებული ქართული რეწვის ნიმუშები – უძველესი ტექნოლოგიით დამზადებული სუფრები და მინანქრის ნაკეთობები. ქართული კუთხე გამოფენის საექსპოზიციო სივრცის ევროპულ ნაწილშია განთავსებული.
მილანის ყოველწლიურ საშობაო გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს 116 ქვეყნის 3000-მდე კომპანია მონაწილეობს. 2014 წელს, სამინისტროს ხელშეწყობით, ქართული რეწვის ნიმუშები აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სახელოსნომ „ლურჯმა სუფრამ“ წარმოადგინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპულ ბაზარზე გაჩნდა უძველესი ტექნოლოგიითა და ტრადიციით შესრულებული ექსკლუზიური ქართული პროდუქცია, რომელმაც ევროპელი მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები