გიორგი მარგველაშვილი: ორ დიდ ქეყანას შორის მყოფ შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოს სირთულეები რომ არ შეექმნას, მშვიდობის გაღრმავებას უნდა ცდილობდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთ-თურქეთს შორის განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო დიპლომატიური გზით უნდა შეეცადოს მშვიდობის გაღრმავებას. როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში სტუმრობისას პრეზიდენტმა განმარტა, ქვეყნის ხედვა ეკონომიკური თანამშრომლობის ვექტორებს ემყარება.
“ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობის მხარეს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობის მოყვარე ადამიანები ვართ, არამედ იმიტომ, რომ რეგიონის ჩვენეული ხედვა ემყარება ეკონომიკური თანამშრომლობის ვექტორებს.
ორ დიდ ქეყანას შორის მყოფ შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოს სირთულეები რომ არ შეექმნას, მშვიდობის გაღრმავებას უნდა ცდილობდეს რეგიონში. ამას ჩვენი დიპლომატები უნდა ეცადონ საკუთარი აქტიურობებით”, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები