გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე: ამ შეხვედრაზე ერთმანეთის კონკურენტები არავინ არ ვართ
“უშიშროების საბჭო არის ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ორგანო, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები ხვდებიან ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ არის დაპირისპირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და პოლიტიკოსთან.
“უშიშროების საბჭო არის ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ორგანო, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები ხვდებიან ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ. აქ უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა და მით უმეტეს, კონკურენტები ამ შეხვედრაზე არავინ არ ვართ ერთმანეთის და არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის მოსაგები.
ამ შეხვედრამ ის ერთიანი ხედვა უნდა შექმნას, რომელიც საქართველოს დაცულობას გააღრმავებს. ამის გააზრებამდე ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვართ მისულები. იმედი მაქვს, ამის გააზრება მოხდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.