გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტი არის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად საკონსტიტუციო შეთანხმების ხელის მომწერი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „კავკასიის“-ეთერში პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად ხდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, პრეზიდენტი არის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად საკონსტიტუციო შეთანხმების ხელის მომწერი.
“პრეზიდენტი არის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად საკონსტიტუციო შეთანხმების ხელის მომწერი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და სინოდი არიან ლეგიტიმურები, რომელთაც ერთად დაგეგმეს და მოაწერეს ხელი მაშინდელ პრეზიდენტთან ერთად საკონსტიტუციო შეთანხმებას. ეს ნიშნავს, რომ ყველა იერარქი ამ შეხედულებას იზიარებს და მე არ დავსვამ შეკითხვას, საქართველო არის სეკულარული თუ რელიგიური სახელმწიფო.
მე არ დავიწყებ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებების კომენტირებას. როდესაც გადავწყვეტთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ფუნდამენტები ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეს დასაფიქრებელია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ხშირად ხდება, რომ ფუნდამენტური და ინსტიტუციური თემები პოლიტიკურ დისკუსიაში უცებ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
უცბად ხდება იმის აღმოჩენა, რომ თურმე არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც არის უშიშროების საბჭო, თურმე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ხელისუფლების შტოებს შორის. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტები. მათი ზედმიწევნით განხორციელება მნიშვნელვონია, რათა არ შეექმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე”, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები