გიორგი მარგველაშვილი: საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა
სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქისთვის შეწაყლების უფლების მინიჭების ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ქვეყნისა და სახელმწიფოს მოწყობის ფუნდამენტური კანონების ბოლოდმე გაუაზრებლობამ სირთულეები უკვე შექმნა.
“ამასთან ერთად, ჩვენ უკვე მერამდენედ ვნახეთ ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ქვეყნისა და სახელმწიფოს მოწყობის ფუნდამენტური კანონების ბოლოდმე გაუაზრებლობამ როგორ შეიძლება შექმნას სირთულეები სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. მგონი ამას უნდა დავაკვირდეთ”, – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ორი დღის წინ სურვილი გამოთქვა, რომ მას, როგორც პატრიარქს, პატიმართა შეწყალების უფლება ჰქონდეს.
საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა გუშინ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ მისი უწმინდესობის მხრიდან გამოითქვა პატიმრებისადმი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა ამ წინადადების საკანონმდებლო დონეზე განხილვის მოთხოვნა.