დაცული ტერიტორიების სააგენტომ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. მოწვეულ სტუმრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიღწევები შეაჯამეს და დამსწრეებს სააგენტოს სამომავლო საჭიროებები გააცნეს. შეხვედრაზე დონორთა მიერ დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრეს.
ღონისძიება სასტუმრო „თბილისი რუმსში” დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამისა და „KFW საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ.