გერმანიიდან ეგვიპტეში მიმავალი თვითმფრინავი აფეთქების საფრთხის გამო ავარიულად დაჯდა

სამგზავრო ავიალაინერი, რომელიც ბერლინიდან ეგვიპტის კურორტ ხურგადაში მიფრინავდა, ტერაქტის საფრთხის გამო ბუდაპეშტში ავარიულად დაფრინდა. დაჯდომის შემდეგ 133 მგზავრისა და ეკიპაჟის 7 წევრის თვითმფრინავიდან ევაკუირება მოხდა. საგანგებო სიტუაცია ანონიმურმა ზარმა გამოიწვია. უცნობმა პირმა ავიაკომპანია Condor-ში დარეკა და თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა.

სპეციალურმა სამსახურებმა ავიალაინერი შეამოწმეს, მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. ორი დღის განმავლობაში გერმანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით საგანგებო შემთხვევა უკვე მეორედ ხდება. წინა დღეს ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავში, რომელიც ფრანკფურტიდან ბელგრადში მიფრინავდა, ერთ-ერთი მგზავრი 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე კარის გახსნას ცდილობდა. მგზავრი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები