თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდა

თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდა და მათ ნაცვლად საქალაქო ცენტრი შეიქმნა. შესაბამის ბრძანებას ხელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე აწერს. ბრძანება დღეიდან ამოქმედდა.
“განხორციელდეს ორგანიზაციული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, უნდა გაუქმდეს სააგენტოს ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრები და შეიქმნას სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი”, – ნათქვამია სოფრომაძის 4 დეკემბრის ბრძანებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები