ტაჯიკეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ტაჯიკეთში დღეს დილით 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი დედაქალაქ დუშანბედან 367 კილომეტრში მდებარეობდა. ამის შესახებ ევროპის სეისმოლგიური ცენტრი იუწყება. ამ დროისთვის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.