სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

   თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაააფორმა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სასამართლოსა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა სწავლების ხარისხის ამაღლებას. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის პრორექტორმა კახი ყურაშვილმა და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, სასამართლო დაეხმარება უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, სასამართლო პრაქტიკის ორგანიზებასა და განხორციელებაში. ამავდროულად, სასამართლო გამოყოფს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს უნივერსიტეტის მიერ იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველყოფს სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საქმეთა ანალიზების (ე.წ. Case Brief-ების) განთავსებასა და მათი შესაბამისი საქმის მოსამართლეებისათვის მიწოდებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებასთან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან. სააპელაციო სასამართლოში 60-მდე სტუდენტი გადის სტაჟირებას, რომელთაგან რამდენიმე უკვე დასაქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები