გერმანიის პარლამენტმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში შეიარაღებული ძალების მონაწილეობას მხარი დაუჭირა

გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის პარლამენტმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში გერმანული ჯარის მონაწილეობას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბუნდესტაგის 445-მა დეპუტატმა, ხოლო 146-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ქვეყნის მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, საერთაშორისო კოალიციის მხარდასაჭერად გერმანია 1200 სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო ტექნიკას გააგზავნის. გერმანელი სამხედროების გეგმის მიხედვით, თურქეთში, იჯირლიკის სამხედრო ბაზაზე ექვსი „ტორნადოს“ ტიპის თვითმფრინავი, ასევე მფრინავი ტანკერები განთავსდება. ასევე გერმანია ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ხომალდს გააგზავნის ფრანგული ავიამზიდის „შარლ დე გოლის“ დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები