“ლამბორჯინის“ ფირმის ავტომობილი პოლიციის მანქანა არ არის“

 სოციალურ ქსელში გავრცელებული „ლამბორჯინის“ მარკის ავტომობილის ფოტო, პოლიციის ახალი მანქანა არ არის – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“სანამ ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებას მოახდენთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ! სამინისტროს შენობის სურათი, რომელზეც ფოტომონტაჟია გაკეთებული, გადაღებულია გლოვის დღეს, როდესაც ავღანეთიდან ჩვენი დაღუპული ჯარისკაცები ჩამოასვენეს. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ დროშები დაშვებულია“, – წერს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები