ხათუნა ბერძენიშვილს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ
საკრებულოს სარევიზიო კომისია კრწანისის რაიონის გამგეობას კანონდარღვევაში ადანაშაულებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რაიონის გამგებელმა ხათუნა ბერძენიშვილმა სოციალური დახმარების მიმღები პირები პოლიტიკური ნიშნით შეარჩია.
კომისიის დასკვნის მიხედვით, სხდომები, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო პირების სოციალური დახმარების საკითხი, რეალურად არ ჩატარებულა.
მიხეილ ქავთარაძის თქმით, საკრებულოს კრწანისის გამგეობის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა ია გრიგალაშვილმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ხათუნა ბერძენიშვილი მასზე ზეწოლას ახდენდა და დარღვევის დასამალად, აიძულებდა, უკანონო დოკუმენტებზე მოეწერა ხელი. საქმე 52 ათას ლარს ეხება.
საკრებულოს სარევიზიო კომისია გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას დღესვე მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის.