Youtube-დან ჟვანიასა და უსუპოვის ფოტომასალა გაქრა
გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტომასალა, რომელიც გუშინ უცნობმა წყარომ ინტერენტსივრცეში გაავრცელა, ცოტა ხნის წინ Youtube-დან გაქრა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით აიტვირთა.