თინა ხიდაშელის გულწრფელი პოსტი – გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი…

ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სახლში ბრუნდება.
როგორც მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ერთკვირიანი ნაყოფიერი შეხვედრების შემდეგ, იგი დაღლილობას არ უჩივის და რიტორიკულ შეკითხვას საკუთარ თავს, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ ციტატებით პასუხობს.
„ამ ერთ კვირაში კანადის, ჰოლანდიის, ალბანეთის, მაკედონიის, მონტენეგროს, გერმანიის, ბელგიის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენმდივნის მოადგილე, ევროპის პარლამენტის ფრაქციები, ანგარიში ევროპარლამენტის თავდაცვის კომიტეტში, გამოსვლა ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე, გერმანიის მარშალის ცენტრში, ნიუ-იორკის იელის კლუბში, გენერლები, ექსპერტები, ჟურნალისტები, ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პრემიერი, ჰალიფაქსში, ნიუიორკში, ბერლინში, ბრიუსელში და დღეს ბაქოში. მეოთხე უძილო ღამე და დღევანდელი კომუნიკე. ემოციების, დაღლის, შიმშილის, უძილობის, გეოგრაფიის, დროის სარტყელის გრძნობა, მგონი, ერთად დავკაგე. მაგრამ ძალიან იმედიანად, ენერგიაზე, მოტივირებული და კიდევ მეტად დახარჯვის განწყობაზე, სახლში ვბრუნდები! “გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი, გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი! ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა, ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!” აი ასეთ განწყობაზე ვარ… ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს“, – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები