ამერიკის საელჩომ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტმა, ამერიკის საელჩოს თანაორგანიზებით, ამერიკისმცოდნეობის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია გამართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი და შეეხება ამერიკული სწავლებასა და კვლევებს. პრეზენტაციები იქნება სამართლის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, რელიგიის, პოლიტიკისა, კულტურის და სოციალური თემების შესახებ.
კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გახსნა. ელჩის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ერთგულ პარტნიორად და აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები