შსს აკადემიაში სოციალურად დაუცველ და დევნილ სტუდენტებს სწავლის საფასური დაუფინანსდებათ

შსს-ს აკადემიაში კომპანია „ბრითიშ-ამერიკან თობაქოს“ მიერ აკადემიის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და „ბრითიშ-ამერიკან თობაქოს“ დირექტორმა კავკასიის კორპორატიულ და მარეგულირებელ საკითხებში ზვიად სხვიტარიძემ 30 სტუდენტს სერტიფიკატები, შსს-ს აკადემიის რექტორთან ნუკრი გელაშვილთან ერთად, გადასცეს. მათ სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. სტუდენტების დაფინანსება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება, რომლის საფუძველზეც, მათ სწავლის საფასურის 50% ერთჯერადად დაუფინანსდებათ. ამას გარდა, კომპანია შსს-ს აკადემიის ბიბლიოთეკას 20 პორტატიულ კომპიუტერს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები