აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების 5 ათასი გვერდი გამოაქვეყნა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების 5 ათასი გვერდი გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება. სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს კლინტონი სამსახურებრივი მიმოწერისთვის პირად სერვერს იყენებდა, რამაც მისი კრიტიკა გამოიწვია. კლინტონის ოპონენტები აცხადებენ, რომ საიდუმლო მონაცემები შეიძლებოდა ჰაკერების ხელში აღმოჩენილიყო. თანაც კლინტონს მომავალში შეეძლო ის ინფორმაცია წაეშალა, რაც არ აწყობდა და მისი კომპრომეტირება შეეძლო.
ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირთა მიმოწერა შენახული უნდა იყოს. კლინტონმა სახელმწიფო დეპარტამენტს თავისი მიმოწერის 55 ათასი გევრდი გადასცა, მაგრამ 31 ათასი გვერდი წაშალა იმ მიზეზით, რომ ის სამსახურთან დაკავშირებული არ არის და კერძო ინფორმაციას შეიცავს. ამის გამო კლინტონს მისი მოწინააღმდეგეები როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან აკრიტიკებენ.