რუსეთი თურქეთთან დაკავშირებით სანქციების საკითხებში სიფრთხილეს იჩენს

რუსეთი აპირებს თურქული პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ამ საკითხში ძალზე ფრთხილად იქცევა. ამის შესახებ გამოცემა „ვედომოსტი“ იუწყება.
როგორც გამოცემას სამთავრობო სტრუქტურებთან დაახლოებული წყაროებიდან აცნობეს, რუსეთის ხელისუფლებამ ფრთხილი ვარიანტი აირჩია, ვინაიდან საახალწლო დღესასწაულების მოახლოებას ითვალისწინებს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეს „შავი სია“ თურქეთის რიტორიკაზეც იქნება დამოკიდებული. მანამდე სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აკრძალული თურქული პროდუქტების სია 30 ნოემბერს ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს. მაგრამ მთავრობას ეს სია ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია. მოსალოდნელი სანქციების სიას გაზეთი „იზვესტია“ ავრცელებს, რომელიც მას რუსეთის სოფლის მეურნეობასთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, სიაში უნდა მოხვდეს ხილი და ბოსტნეული, ხორცი, თევზი და რძე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები