დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე ჰყავს

ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ ნინო ბერძული დაინიშნა.
ნინო ბერძულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის ბრძანება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. ბრძანება 19 ნოემბრით თარიღდება.
ამ დროისთვის დავით სერგეენკოს, ნინო ბერძულის ჩათვლით, 3 მოადგილე ჰყავს.
ნინო ბერძული პროფესიით ექიმია. მას განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული. აქვს უცხოეთში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები