სამუსიკო სკოლებსა და ანსამბლებს კულტურის სამინისტრომ საჩუქრები გადასცა

რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, თეთრიწყაროსა და წალკის ფოლკლორულ ანსამბლებს, ასევე ქალაქ რუსთავის სამუსიკო სკოლებსა და ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატული თეატრის ანსამბლს საჩუქრად მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ანსამბლ “სალაღობოს” სხვადასხვა სახეობის 10 საკრავი, წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლს – 20 მუსიკალური ინსტრუმენტი, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო დრამატული თეატრის ანსამბლ “სულიკოს” კი, 12 მუსიკალური საკრავი გადაეცა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან მუსიკალური ინსტრუმენტები ასევე მიიღო ქალაქ რუსთავის სამმა სკოლამ (რუსთავის ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლა, რუსთავის რ.ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლა და სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები