„საქართველო დღეს უკვე ერთ-ერთია, ვინც წინა ხაზზეა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით“

„საქართველო დღეს უკვე ერთ-ერთია, ვინც წინა ხაზზეა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განაცხადა.
სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მე-6 შეხვედრის ფარგლებში, პრესკონფერენცია გაიმართა.
“ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო დღეს უკვე ერთ-ერთია, ვინც წინა ხაზზეა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ჩვენ ახლა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციაზე, რაც, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან ერთად, ასევე იქნება ჩემი ორმხრივი შეხვედრების საგანი. მე ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენ კარგ გზაზე ვართ, მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წარმატებისთვის გვჭირდება ორმხრივი ძალისხმევა ჩვენი და მეზობლების მხრიდან. ამოსავალი წერტილი არის სწორედ თანამშრომლობა ჩვენი მეზობლებისა და ჩვენი ინტერესების საფუძველზე”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინტერესი არის სწორედ მშვიდობა და სტაბილურობა სამეზობლოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები