შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. გიორგი მღებრიშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის შს მინისტრ რამილ უსუბოვთან გამართა.

შს სამინიტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა და რამილ უსუბოვმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ორგანიზებული დანაშაული და ტერორიზმი მსოფლიო გამოწვევაა და ამ მხრივ, ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს შს მინისტრმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრა.

რამილ უსუბოვმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო და ხაზი გაუსვა გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას. აზერბაიჯანის შს მინისტრმა, უწყებების განვითარების მიზნით, შსს-ს აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

გიორგი მღებრიშვილმა და რამილ უსუბოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის დადებული ხელშეკრულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები