თბილისის საკრებულო და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახალი ინიციატივით გამოდიან

თბილისის საკრებულო და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახალი ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმადაც, წარმომადგენლობითი ორგანოს, რაიონული გამგეობებისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები თბილისის ყველა რაიონში შეიქმნება.
ახალი ინიციატივა დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტურად და კოორდინირებულად წარმართვას ისახავს მიზნად. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა – ქეთევან ჯოხაძემ და კობა კობალაძემ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, თბილისის საკრებულოს, რაიონული გამგეობებისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები მომავალშიც ერთობლივად დაგეგმავენ სხვადასხვა სამუშაოს და თბილისის ყველა რაიონში განახორციელებენ საქმიანობას, ასევე კოორდინირებულად გაუწევენ მონიტორინგს ტექნიკური სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასაც. შეხვედრას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარძივაძე და კომპანიის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ” მართვის დირექტორი მამუკა კიკალიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები